უმეტესობა ჩვენგანს გვყავს შინაგანი კრიტიკოსი…
ალბათ შეგიმჩნევია შინაგანი ხმა, რომელიც გეუბნება, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, რომ დაუშვი შეცდომა, ან რომ არ იმსახურებ ბედნიერებას?
ეს არის შინაგანი კრიტიკოსი – შინაგანი ხმა, რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულება მას სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს – ზოგი მას „შინაგან მკაცრ მშობელს“ უწოდებს, ზოგი უბრალოდ „კრიტიკოსს“.
👶🏼 სად იბადება ეს ხმა?
ეს ჩურჩული ჩვენს ადრეულ ბავშვობაში იწყებს ჩამოყალიბებას. ეს არის ყველა იმ ადამიანის ხმა, ვინც ოდესმე გაგვაკრიტიკა, დაგვადანაშაულა, ან თუნდაც უნებურად შეგვარცხვინა.
„რა ცელქი ხარ!“
„სულელი ხარ, თუ ვერ ხვდები!“
„რამდენჯერ გითხარი, ასე არ გააკეთო!“
მშობლების, მასწავლებლების, უფროსი ფიგურების სიტყვებს, ხშირად კეთილი ზრახვებით ნათქვამსაც კი, ჩვენი ბავშვური გონება ასე კითხულობდა: „მე ვარ ცუდი.“
🚨 რაც უფრო კრიტიკული და მომთხოვნი იყვნენ შენი აღმზრდელები, მით უფრო ხმამაღალია შენი კრიტიკოსი დღეს.
💔 თუმცა, კრიტიკოსი მხოლოდ მკაცრი სიტყვებისგან არ იბადება. ის ასევე იზრდება უგულებელყოფის ნიადაგზე. როდესაც ბავშვი თავს მიტოვებულად გრძნობს, მისი პატარა გონება აკეთებს ერთ ლოგიკურ (მაგრამ მცდარ) დასკვნას:
„მე ვარ ცუდი. პრობლემა ჩემშია, ამიტომაც არ მაქცევენ ყურადღებას/არ ვუყვარვარ.“
ამ ტკივილს შინაგანი კრიტიკოსი ინახავს და მთელი ცხოვრება გვახსენებს მას, რათა, პარადოქსულად, „დაგვიცვას“ კიდევ უფრო დიდი ტკივილისგან – უარყოფისგან.
✨გახსოვდეს, რომ ეს ხმა მხოლოდ ექოა და არა ჭეშმარიტება. შენ არ ხარ ეს სიტყვები… შენი ამოცანაა, ნელ-ნელა ამოიცნო ეს ჩურჩული, გაარჩიო ის შენი ნამდვილი ხმისგან, და უთხრა მას:
“მესმის შენი, რომ ცდილობ დამიცვა, მაგრამ მე უკვე ზრდასრული ვარ. ამიერიდან, ჩემს თავს მე თვითონ დავიცავ და შევიყვარებ.”
დაფიქრდი: რა არის ყველაზე მკაცრი ფრაზა, რომელსაც შენი შინაგანი კრიტიკოსი გეუბნება? და შენ შეგიძლია დღესვე შეცვალო ის სიყვარულის ტონით…
გაუზიარე ეს პოსტი მეგობარს, რომელსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდება ამის წაკითხვა!
