როცა საკუთარ თავს მადლობას ვუხდით — იმ გზისთვის, რაც გამოვიარეთ, იმ ძალისთვის, რაც გვყოფნის, იმ სიყვარულისთვის, რაც გვაქვს — ჩვენ ვიწყებთ ნამდვილ შერიგებას საკუთარ თავთან. მადლიერება გვასწავლის, რომ საკმარისები ვართ, თუნდაც არ ვიყოთ სრულყოფილები.
ამიტომ მნიშვნელოვანია დავაფასოთ ნებისმიერი მცირედი წინსვლა.
საკუთარი თავის მადლიერები უნდა ვიყოთ არა მხოლოდ მაშინ, როცა რაღაც დიდი და განსაკუთრებული ხდება ჩვენს ცხოვრებაში, არამედ ყოველდღიური პატარა მიღწევების გამოც.
როცა ვამჩნევთ, ვაფასებთ და ვაღიარებთ ყოველდღიურ, თითქოსდა უმნიშვნელო მიღწევებს და ამისთვის საკუთარ თავს ვემადლიერებით, ვსწავლობთ საკუთარი თავის სიყვარულს და პატივისცემას, და ცხოვრებაც უფრო დიდი მიზნებისთვის გვამზადებს.
- საღამოს რამდენიმე წინადადებით მადლიერების დღიურში ჩავწეროთ, რისთვის ვართ საკუთარი თავის მადლიერნი;
- გავიხსენოთ ერთი მომენტი, როცა რაღაც სირთულე გადავლახეთ;
- ან უბრალოდ სარკეში ჩახედვისას ვუთხრათ საკუთარ თავს: „მადლობა, რომ ხარ და არ ნებდები.“
მადლიერების დღიურში დაგხვდება:
დილის და საღამოს რეფლექსიის გვერდები
ყოველდღიური მადლიერების მინი სავარჯიშოები
კვირის და თვის შემაჯამებელი გვერდები
3 აუდიო მედიტაცია QR კოდით
დღიური გათვლილია 2 თვეზე ( 144 ფერადი გვერდი)
შესაძენად მოგვწერე
