1. ემოციების დასახელება
როდესაც ვასახელებთ ემოციებს და ვამბობთ: „ჩემში არის ბრაზი“, ან „ჩემში არის შიში“, ვაცნობიერებთ, რომ ჩვენ არ ვართ ეს ემოცია, არამედ ის, ჩვენი მთლიანობის მხოლოდ რაღაც ნაწილია. ამ დროს ჩნდება სივრცე ჩვენსა და ემოციას შორის და
შედეგად ის აღარ მართავს ჩვენს ქმედებებს.
2. ემოციების ცხადგძნობა სხეულში
თითოეული ემოცია ვლინდება ფიზიკურ შეგრძნებებში – სიმძიმეში, დაძაბულობაში, სითბოში… როცა ყურადღებას ვამახვილებთ იმაზე, თუ სად და როგორ განიცდება ეს ემოცია სხეულში, და ვაკვირდებით შეგრძნებებს განსჯის გარეშე, ემოციები იწყებენ ტრანსფორმაციას და დინებას.
3. თვითთანაგრძნობა
რაც უფრო ლმობიერი და მიმღებლური დამოკიდებულება გვექნება ჩვენს რთულ ემოციებთან მით უფრო მარტივად ,,ჩაივლიან’’ ისინი.
მოეფერე შენს ტკივილს.
გაუღიმე შენს შიშს.
ჩაეხუტე შენს ბრაზს.
მოეპყარი შენს თავს ისე, როგორც განსაცდელში მყოფ ძვირაფს მეგობარს მოეპყრობოდი.
